Monday, February 11, 2019

ირმა ინაშვილი მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში სააკაშვილის დაკავების პირობას დებს

ლიეჟში შეხვედრა ჩვენი საზოგადოებისთვის არ იყო საინტერესო, „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

1tv.ge-ს ცნობით, ირმა ინაშვილმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ და დააკავონ.
„დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწერს NDIდა რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
11 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. სააკაშვილმა მოქმედი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გააკრიტიკა, თქვა რომ ახლა საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია მზად არ არის, თუმცა მან და მისმა მხარდამჭერებმა   „ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ“. შეხვედრის დროს რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა დარბაზშიც.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment