Tuesday, January 8, 2019

გერმანელ პოლიტიკოსებზე კიბერთავდასხმის საქმეზე 1 პირი დააკავეს

გერმანელი პოლიტიკოსების პირადი მონაცემების გამოქვეყნების საქმეზე პოლიციამ ჰესენში 20 წლის ბიჭი დააკავა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს
მედიის ცნობით, დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა. ის ჯერ კიდევ 6 იანვარს დააკავეს.
ინტერნეტსივრცეში ჟურნალისტების, არტისტებისა და პოლიტიკოსების ინფორმაცია გავრცელდა. 
კიბერთავდასხმების სერია 2018 წლის დეკემბერში მოხდა, თუმცა ინფორმაცია საჯარო აუდიტორიისთვის 4 იანვარს გახდა ცნობილი
imedinews.ge

No comments:

Post a Comment