Saturday, January 19, 2019

დიდ ბრიტანეთში ინტიმური შინაარსის ფოტოს უნებართვოდ გადაღება პატიმრობით დაისჯება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უპრეცედენტო კანონი მიიღო. ამიერიდან, ინგლისსა და უელსში ფოტოს ან ვიდეოს უნებართვოდ გადამღებ ადამიანს 18 თვით თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ. ამის შესახებ BBC წერს
კანონი ლორდთა პალატამ მესამე მოსმენით მიიღო. კანონმდებლების მხარდაჭერილი დოკუმენტი სექსუალური ხასიათის დანაშაულებების განსაზღვრას ეხებოდა.
როგორც ირკვევა, პატიმრობა ან ჯარიმა ადამიანს იმ შემთხვევაში შეეფარდება, თუ ის მოქალაქეს ინტიმური შინაარსის ფოტოს ან ვიდეოს უნებართვოდ გადაუღებს.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ სმარტფონების ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების პარალელურად ქვეყანაში სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ფოტოების უნებართვოდ გადაღების ფაქტები გახშირდა, რამაც რეგულაციების დაწესების აუცილებლობა განაპირობა. მსგავსი კანონის შემოღებაზე ახლა სხვა ქვეყნებიც მსჯელობენ.
სხეულის ინტიმური ნაწილის უნებართვოდ გადაღების წინააღმდეგ კამპანია დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 26 წლის ჯინა მარტინმა 2017 წელს წამოიწყო. ქალმა პოლიციასა და უფლებადამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც უცნობმა პირმა ნებართვის გარეშე მას ინტიმური შინაარსის ფოტო გადაუღო
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 

No comments:

Post a Comment