Saturday, January 5, 2019

"სასწაულის მოლოდინში ვართ" - როგორია მანანა იმედაძის რძლის მდგომარეობა, რომელიც ღორის გრიპის ვირუსს ებრძვის


კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალი სალომე ქემაშვილი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსით ინფექციურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი აპარატზეა შეერთებული.

როგორც "პრაიმტაიმს" მანანა იმედაძემ განუცხადა, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწაულის მოლოდინში არიან, თუმცა ახლახანს იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. 

"გათიშულია აბსოლუტურად, აპარატზეა შეერთებული. იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა იმის გამო, რომ ხელოვნურად უქმნიდნენ სხეულის 35 გრადუს ტემპერატურას, ეს მოიხსნა და ტემპერატურამ თავისთავად 36,7-ზე აიწია. ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასიცოცხლო ფუნქცია ამუშავდა. სასწაულის მოლოდინში ვართ" - უთხრა "პრაიმტაიმს" იმედაძემ და დასძინა, რომ სალომეს რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. 

როგორც გაირკვა, სალომე ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და სამკურნალოდ იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში ჩამოიყვანეს.
primetime.ge

No comments:

Post a Comment