მექსიკაში ცხოველთა კურთხევის ტრადიციული ცერემონია გაიმართა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შინაური ცხოველები სასულიერო პირებმა წმინდა ანტონის ხსენების დღეს დალოცეს, რომელიც ცხოველთა მფარველად ითვლება. ტრადიცია სათავეს XVI საუკუნიდან იღებს.
მექსიკაში ის ფრანცისკანელმა ბერებმა დაამკვიდრეს. წმინდა ანტონი ეგვიპტეში მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ობლად დარჩენილმა წმინდანმა საკუთარი ქონება ღარიბებს დაურიგა და უდაბნოში წავიდა, სადაც ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment