2019 წლისთვის, სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ფონზე Facebook-ი სარეკლამო რეგულაციებს ამკაცრებს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
ლაპარაკია პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებსა და პირობებზე ინდოეთის, ნიგერიის, უკრაინისა და ევროკავშირის ბაზარებზე.
ნიგერიაში, საპრეზიდენტო არჩევნები 16 თებერვალს გაიმართება, სოციალურ ქსელში საარჩევნო რეკლამის განთავსება ამ დროისთვის მხოლოდ ადგილობრივად რეგისტრირებულ რეკლამის გამავრცელებლებს შეუძლიათ.
თებერვლიდან ანალოგიური პოლიტიკა გავრცელდება უკრაინაზეც, სადაც არჩევნები 31 მარტს არის დაგეგმილი.
2018 წელს მომხდარი არაერთი სკანდალის შემდეგ, Facebook-მა სხვადასხვა ტიპის ინიციატივები დანერგა, რათა სოცქსელში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამაზე კონტროლი გაეზარდა.
ბოლო ორ წელში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.
Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამისთვის რეგულაციები უკვე მოქმედებს. ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური რეკლამების არქივიც არის შექმნილი. თავის დროზე აშშ-ში მსგავსი ნაბიჯი გადადგა Google-მაც.
No comments:
Post a Comment